რა არის ფინანსური ცნობიერების პლატფორმა?
ფინანსური ცნობიერება არის ყველასთვის საჭირო ცოდნა, ვისაც სურს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, ეფექტიანი ფინანსური მენეჯმენტის წახალისება და უგუნური, უაზრი ხარჯვით გამოწვეული რისკების, სწრაფად აღებული სასესხო ვალდებულების რისკების შემცირება.
ელვინგ ჯგუფის მიერ შექმნილი 5 წუთიანი ტესტი დაგეხმარებათ ფინანსური მენეჯმენტის და თქვენი პირადი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების გაგებაში.
ამ პლატფორმის მიზანია მომხმარებლების ინფორმირება ფინანსური მენეჯმენტის შესახებ და დაეხმაროს მომხამრებელს ახალი სესხის აღებისას საკვანძო ფაქტორების იდენტიფიცირებაში, რაც დაეხმარებათ გეგმის შედგენაში. ამ პლატფორმის მიზანი არანაირად არ არის კომპანიის პროდუქტების რეკლამირება. პლატფორმა არის საინფორმაციო და საგანმანათლებლო; აქედან გამომდინარე ყოველმა მომხმარებელმა უნდა მიიღოს ინივიდუალური გადაწყვეტილება თავისი რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.
ვისთვის არის ეს პლატფორმა?
ნებისმიერი ინდივიდისთვის, ვისაც სურს თავისი ფინანსების გრძელვადიან პერსპექტივაში დაეგმვა და გააზრებული ფინანსური ვალდებულებების აღება.
როგორ მუშაობს ეს პლატფორმა?
- უპასუხეთ რამდენიმე მარტივ შეკითხვას.
- დააცადეთ პლატფორმას გამოითვალოს.
- მიიღეთ მიმოხილვა და ღირებული რეკომენდაციები.
- თქვენს მიერ შეყვანილი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად. ინფორმაცია არ უკავშირდება და არ არის ასოცირებულ ითქვენთან, როგორც ინდივიდთან. ჩვენ არ ვაგროვებთ იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაციას. ჩვენ ვერ შევძლებთ რომელიმე კონკრეტული ინდივიდის და მისი ფინანსური ვალდებულებების ინდეტიფიცირებას.
რა არის ელვინგ ჯგუფი?
ელვინგ ჯგუფი არის გლობალური მულტიბრენდული ჯგუფი, რომელიც დაარსდა 2012 წელს ავტომობილების და მომხმარებლების დაფინანსების სეგმენტში.
ამჟამად კომპანია ოპერირებს სამ კონიტენტზე, 14 აქტიურ ბაზარზე.
კომპანიის პორტფოლიო შედგება 500 000 კლიენტისგან მსოფლიოს მასშტაბით და ჯამური გაცემული სესხების ოდენობეა აღემატება 1.2 მილიარდ ევროს. 2020 და 2021 წელს “Financial Times”-მა შეიყვანა ელვინგ ჯგუფი ტოპ 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ FinTech კომპანიებს შორის ევროპაში.
ამჟამად, ელვინგ ჯგუფს ჰყავს 2800-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის ობლიგაციები ხელმისაწვდომია Nasdaq Riga და Frankfurt საფონდო ბირჟებზე.
ჯგუფი შეიცავს მობილურ ბრენდებს, Mogo, Primero, Renti, Renti plus, OX drive და მომხმარებლის დაფინანსების ბრენდებს Kredo, Sebo და Tigo.