ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები სესხის განაცხადის შევსებისას
სესხის მოთხოვნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, პროცესი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს მომხმარებლისთვის ვინც პირველად იღებს ამ პროცესში მონაწილეობას. სამწუხაროდ საკმაოდ მარტივია განცხადების შევსების დროს შეცდომების დაშვება, რაც შეიძლება მოხდეს თქვენი დროის, ფულის და გაღიზიანების ხარჯზე. სტატიაში იხილავთ სესხის მოთხოვნისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების სიას.
არ იცით თქვენი საკრედიტო ქულა
სესხის მოთხოვნისას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არის თქვენი საკრედიტო ქულა. სანამ დაიწყებთ მოთხოვნის პროცესს, დაუთმეთ დრო და გადაამოწმეთ თქვენი საკრედიტო რეპორტი და დარწმუნდით მოცემული ინფორმაციის სიზუსტეში. თქვენი საკრედიტო ქულის ცოდნა ასევე დაგეხმარებათ თქვენთვის შესაბამისი სესხის სახეობის არჩევაში.
არ ადარებთ შემოთავაზებებს ერთმანეთს
გადამწყვეტია სხვადასხვა გამსესხებლის შემოთავაზებების შედარება გადაწყვეტილების მიღებამდე. გამსესხებლების შემოთავაზებები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს საპროცენტო განაკვეთით, სესხის პირობებით, ჯარიმებით და გადასახადებით. აქედან გამომდინარე უმჯობესია დრო დაუთმოთ შემოთავაზებების შედარებას. შესაძლოა თავდაპირველად არჩეულ შემოთავაზებაზე უკეთესი გარიგება იპოვოთ.
არ კითხულობთ წვრილ შრიფტს
შეიძლება მიმზიდველი იყოს კონტრაქტზე ხელის მოწერა წვრილი შრიფტის წაკითხვის გარეშე, მაგრამ ეს შეიძლება დიდი შეცდომა აღმოჩნდეს. სანამ ხელს მოაწერთ, გადაიკითხეთ მთლიანი შეთანხმება, წვრილი შრიფტის ჩათვლით. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თუ რას ეთანხმებით და როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ შეთანხმებამ თქვენს გრძელვადიან ფინანსებზე. დარწმუნდით, რომ ინფორმირებული ხართ ყველა გადასახადის, ჯარიმის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის პირობების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.
არ გაქვთ ბიუჯეტი
სანამ დაიწყებთ სესხის მოთხოვნის პროცედურას, მზად გქონდეთ ბიუჯეტი. ბიუჯეტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თუ რამდენის სესხება შეგიძლიათ და ასევე დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ზედმეტად დიდი სესხის აღებას, რომლის გადახდა შეიძლება პრობლემა გახდეს.
არ იცით ზუსტი საჭიროება
ერთ-ერთი ხშირად დაშვებული შეცდომაა წინასწარ საჭირო სესხის ოდენობის არცოდნა. როგორც წესი მსესხებელი უფრო დიდ სესხს ითხოვს ვიდრე ჭირდება, რაც იწვევს უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს და უფრო დიდ ვალს ვიდრე საჭიროა. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად გამოითვალოთ სესხის ოდენობა, რომელიც გჭირდებათ.
დასამუშავებელი საბუთების რაოდენობა
სესხზე განაცხადის შეტანა მოიცავს რამდენიმე ფორმის შევსებას და შემოსავლის და ქონების დამადასტურებელ საბუთების მიწოდებას. საჭირო საბუთების შეგროვება და მიწოდება შრომატევადი და თქვენ დროით რესურსს მოითხოვს. მეორე მხრივ თუ წარმატებით ვერ მოახერხეთ საჭირო საბუთების მიწოდების უზრუნველყოფა, შესაძლოა შეაფერხოს ან ჩაშალოს თქვენი სესხის მოთხოვნის პროცესი. დარწმუნდით, რომ ყველა ფორმა ადეკვატურად არის შევსებული და გაგაჩნიათ ყველა საჭირო დოკუმენტი.
არ ხართ გულწრფელი
სესხის გამცემი შეამოწმებენ თქვენს საკრედიტო რეპორტს და სხვა დოკუმენტებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გულწრფელობა განაცხადის შევსების პროცესში. ნებისმიერი ტყუილი ან ინფორმაციის არასწორად წარმოჩენის მცდელობა შეიძლება დამთავრდეს სესხის უარყოფით.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.