სესხი

თქვენი ვალების მართვა კომპლექსური პროცესია, მაგრამ სწორი სტრატეგიებით და თავდადებით, შესაძლებელია თქვენი ვალების შემცირება და უფრო სწრაფად გასტუმრებაც კი.   გააკეთეთ სია  ვალების მართვის პირველი ნაბიჯია ზუსტად გაიგოთ ვისი ვალი გაქვთ და რამდენი. შეაგროვეთ თქვენი ამონაწერები, ანგარიშები და ჩამოწერეთ ვალები. უნდა მოიცავდეს საკრედიტო ბარათებს და სესხებს და ნებისმიერ სხვა ვალს რაც შეიძლება გაგაჩნდეთ. სია უნდა შეიცავდეს […]

ჩვენმა განვითარებულმა სამყარომ საშუალება მისცა თაღლითებს, რომ უფრო დახვეწილიყვნენ და უფრო რთული გაეხადათ ინდივიდებისთვის თაღლითებისგან თავის დაცვა. ონლაინ სესხის პოპულარობის ზრდასთან ერთად, თაღლითები პოულობენ უფრო და უფრო შემოქმედებით გზებს – თუ როგორ მოიპოვონ ფინანსურ ინფორმაციაზე და რესურსებზე წვდომა. ამის შედეგად გადამწყვეტი გახდა თაღლითების ამოცნობის ცოდნა.   დაკრედიტების ლიცენზია  დარწმუნდით, რომ თქვენი გამსესხებელი არის ლიცენზირებული კანონის შესაბამისად. […]

მანქანის სესხის აღება ან ლიზინგით სარგებლობა კომპლექსური და რთული პროცესია, განსაკუთრებით მომხმარებლებისთვის, ვისაც არ გააჩნიათ დიდი გამოცდილება საავტომობილო სექტორში. არსებობს რამდენიმე მითითება, რომელიც უმჯობესია გაითვალისწინოთ, რათა შეძლოთ ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის კონტექსტში სასურველი სესხის აღება ან ლიზინგის გაკეთება.   საიმედოობა  მანქანის შეძენისას მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ რამდენად სანდო და საიმედოა მანქანა. ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოიკვლიოთ ბაზარი და […]

იპოთეკის სესხის მოთხოვნის პროცესი ზოგ შემთხვევაში საკმაოდ რთულია. ბევრი ფაქტორი უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ სანამ რაიმეს ხელს მოაწერთ. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე საკვანძო კომპონენტს, რაც უნდა გაითვალისწინოთ იპოთეკის სესხის მოთხოვნისას.  საკრედიტო ქულა  თქვენი საკრედიტო ქულა არის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელსაც გამსესხებელი განიხილავს იპოთეკის სესხის გადაწყვეტილების მიღებისას. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი საკრედიტო ქულა კარგ ფორმაში იყოს.  სესხის […]

სესხის მოთხოვნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, პროცესი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს მომხმარებლისთვის ვინც პირველად იღებს ამ პროცესში მონაწილეობას. სამწუხაროდ საკმაოდ მარტივია განცხადების შევსების დროს შეცდომების დაშვება, რაც შეიძლება მოხდეს თქვენი დროის, ფულის და გაღიზიანების ხარჯზე. სტატიაში იხილავთ სესხის მოთხოვნისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების სიას.  არ იცით თქვენი საკრედიტო ქულა  სესხის მოთხოვნისას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არის […]

ახალი სესხი თქვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობაა, მაგრამ ამავდროულად სერიოზული ფინანსური ვალდებულებაა, რომელსაც გრძელვადიანი ეფექტები გააჩნია. ამ სტატიაში იხილავთ იმ მთავარ ფაქტორებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სესხის მოთხოვნისას, რათა თავიდან აირიდოთ იმპულსური გადაწყვეტილებები და შეცდომები.  ახალი ფინანსური ვალდებულება ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული და გააზრებული გადაწყვეტილება. სესხის მოთხოვნამდე უნდა დაისვას და შემოწმდეს რამდენიმე კითხვა.  სესხის სახეობა  თუ უკვე […]

კარგი საკრედიტო ისტორია და  ქულა გადამწყვეტი ფაქტორია სესხის მოთხოვნისას უფრო სასურველი პირობების მისაღებად, რამაც შეიძლება შეამციროს საპროცენტო განაკვეთი. მაჩვენებელი გადმოცემს თუ რამდენად კეთილსინდისიერი მოვალე ხართ და მას შეუძლია ხელი შეუწყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან უკეთ თანამშრომლობას.  ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც შეუძენია პროდუქტი განვადებით, მოუთხოვია პატარა სესხი რეგისტრირებული მსესხებლისგან ან რეგულარულად განუხორციელებია გადახდები – გააჩნია საკრედიტო ქულა. […]

რა არის ვალის-შემოსავალთან თანაფარდობა და როგორ გამოვთვალოთ?  ვალის-შემოსავალთან თანადარდობა (DTI) წარმოადგენს თქვენი თვიური ნეტო შემოსავლის პროცენტს, რომელიც იხარჯება თქვენი თვიური ვალების გადასახდელად. ფინანსური დაწესებულებები იყენებენ ამ თანაფარდობას, რათა დაადგინონ თქვენზე სესხის გაცემის რისკი. დაბალი DTI თანაფარდობა მიუთითებს ვალთან შედარებით საკმარისი შემოსავალზე, რაც მოვალეს ხდის უფრო მიმზიდველს.  DTI თანაფარდობა არის თქვენი ფინანსური მდგომარეობის და ამჟამინდელი ფინანსური ვალდებულებების […]

ყოველი სესხი მომხმარებელს უჯდება გარკვეული ოდენობის თანხა. სესხის ჯამური ოდენობა, რომელიც კლიენტმა უნდა გადაიხადოს, შედგება რამდენიმე კომპონენტისგან – მოთხოვნილი სესხის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი, სერვისის ღირებულება. დაგვიანების საფასურიც შეიძლება დაემატოს ჯამურ ოდენობას იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ არის საკმარისად დისციპლინირებული, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულება  დაკისრებული გადასახადი  ფინანსური დაწესებულებები აკისრებენ მომხმარებელს გადასახადს სხვადასხვა აქტივობებისთვის, როგორიცაა სესხის მოთხოვნის […]

განაცხადის ანალიზი არის პროცესი, რომელსაც სესხის გამცემი იყენებს, რათა უკეთ გაიგოს თქვენი კრედიტუნარიანობა და თუ რამდენად შეგიძლია სესხის და ფინანსური ვალდებულების გასტუმრება.  ნაბიჯი 1   ფინანსური დაწესებულება ყოველთვის მოგთხოვთ ზუსტ, პერსონალური იდენთიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია – სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის ნომერი, გამოცხადებული საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.  ნაბიჯი 2  როდესაც შეგაქვთ სესხის მოთხოვნის განაცხადი, […]