როგორ უნდა მოერიდოთ თაღლითებს სესხის ძიებისას

ჩვენმა განვითარებულმა სამყარომ საშუალება მისცა თაღლითებს, რომ უფრო დახვეწილიყვნენ და უფრო რთული გაეხადათ ინდივიდებისთვის თაღლითებისგან თავის დაცვა. ონლაინ სესხის პოპულარობის ზრდასთან ერთად, თაღლითები პოულობენ უფრო და უფრო შემოქმედებით გზებს – თუ როგორ მოიპოვონ ფინანსურ ინფორმაციაზე და რესურსებზე წვდომა. ამის შედეგად გადამწყვეტი გახდა თაღლითების ამოცნობის ცოდნა.  

დაკრედიტების ლიცენზია 

დარწმუნდით, რომ თქვენი გამსესხებელი არის ლიცენზირებული კანონის შესაბამისად. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინდუსტრიის მარეგულირებლის საჯარო რეესტრში. მხოლოდ ლიცენზირებულ გამსესხებელთან თანამშრომლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თქვენი უფლებების დაცვა დავის შემთხვევაში. 

გამოიკვლიეთ 

ასევე მნიშვნელოვანია კომპანიების შესწავლა, სანამ პირად ან ფინანსურ ინფორმაცია მიაწოდებთ. შეამოწმეთ მიმოხილვები და სხვა ინფორმაციის წყაროები. კარგი აზრია გამოცდილი უძრავი ქონების აგენტის დაქირავება დოკუმენტაციის შესამოწმებლად, განსაკუთრებით დიდი შენაძენების შემთხვევაში, როგორიცაა სახლი. ისინი ასევე დაგეხმარებიან გამსესხებლის ლეგიტიმურობის დადასტურებაში. 

რეპუტაციის მქონე კრედიტორი 

ითანამშრომლეთ რეპუტაციის მქონე კრედიტორებთან, რომლებიც ამოწმებენ პოტენციური მსესხებლის კრედიტს, შემოსავალს და ქონებას. მოერიდეთ გამსესხებელს, ვინც არ ატარებს მსგავს შემოწმებას და არ ახდენს მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის ვერიფიკაციას. ასევე ყურადღება მიაქციეთ შეცდომებს საბუთებში, როგორიცაა არასწორი პერსონალური ინფორმაცია, პირადი ნომრის და გადასახადის გადამხდელის ნომრის ჩათვლით. დარწმუნდით, რომ კრედიტორს გააჩნია ფიზიკური მისამართი. მათი ვებგვერდი უნდა იყოს სავსე ინფორმაციით სესხის გაცემის პროცედურაზე, პროდუქტებზე და გადასახადებზე ან ჯარიმებზე. 

არანაირი წინასწარი გადასახადი 

კეთილსინდისიერი კრედიტორი არასოდეს არ გთხოვთ გადახდას სესხის დამტკიცებამდე. ასევე ყურადღებით იყავით უცნაურ ზარებთან და იმეილთან, რომელიც გთავაზობთ სესხს დაბალი საკრედიტო ქულის მიუხედავად. ბევრი მსგავსი შემთხვევა ინიცირებულია თაღლითების მიერ, ამიტომ არასოდეს არ გაუზიაროთ საბანკო ინფორმაცია პიროვნებას, ვისაც არ იცნობთ. 

არ გასცეთ ინფორმაცია, რომელიც არ არის საჭირო სესხის პროცედურისთვის 

უფრთხილდით ნებისმიერ კრედიტორს, ვინც მოითხოვს თქვენ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა საბანკო პაროლი. არასოდეს არ უნდა გასცეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრედიტორს, რომელთანაც არ გითანამშრომლიათ.  

შეამოწმეთ და გადაამოწმეთ  

დასვით კითხვები პროცესის შესახებ. ლეგიტიმური კრედიტორი აწარმოებს გამჭირვალე პროცესს, რაც არ შეიცავს დამალულ ხარჯებს და ჯარიმებს. დასვით კითხვები სესხის პირობებთან და დამატებითი გადასახადებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადმინისტრაციული ღირებულება.  

ენდეთ თქვენ თავს 

თუ რაიმე ისეთი კარგია, რომ ეჭვი გეპარებათ ნამდვილია თუ არა – ალბათ არ არის ნამდვილი. თუ გრძნობთ, რომ რაღაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს, თამამად დაუკავშირდით და დასვით კითხვები. გამოკვლევა და კითხვების დასმა დაგეხმარებათ დაწყნარდეთ და გაარკვიოთ კრედიტორის ლეგიტიმურობა.  

ყველაფერი წერილობით ფორმაში 

დარწმუნდით, რომ ნებისმიერი სიტყვიერი შეთანხმება კრედიტორთან არის წერილობით ფორმაში. ეს ადასტურებს, რომ გესმით სესხის პირობები, დამატებითი გადასახადების და ჯარიმების ჩათვლით 

შეატყობინეთ თაღლითების შესახებ 

და საბოლოოდ, თუ ფიქრობთ, რომ სესხის თაღლითობის მსხვერპლი იყავით, დაუკავშირდით სამართალდამცავებს და შეატყობინეთ თაღლითების შესახებ. ამ ნაბიჯების გადადგმით და თავის დაზღვევით, შეძლებთ თავი დაიცვათ თაღლითებისგან და მიიღოთ ის სესხი, რომელიც გჭირდებათ. 

ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.