როგორ ვმართოთ ვალები?
თქვენი ვალების მართვა კომპლექსური პროცესია, მაგრამ სწორი სტრატეგიებით და თავდადებით, შესაძლებელია თქვენი ვალების შემცირება და უფრო სწრაფად გასტუმრებაც კი.
გააკეთეთ სია
ვალების მართვის პირველი ნაბიჯია ზუსტად გაიგოთ ვისი ვალი გაქვთ და რამდენი. შეაგროვეთ თქვენი ამონაწერები, ანგარიშები და ჩამოწერეთ ვალები. უნდა მოიცავდეს საკრედიტო ბარათებს და სესხებს და ნებისმიერ სხვა ვალს რაც შეიძლება გაგაჩნდეთ. სია უნდა შეიცავდეს გამსესხებლის სახელს, ანგარიშის ნომერს, საპროცენტრო განაკვეთს, ბალანსს და გადასახდელი თანხის ოდენობას.
აწარმოეთ ბიუჯეტი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შეგიძლიათ გადადგათ ვალების უკეთ სამართავად – არის აწარმოოთ ბიუჯეტი. ბიუჯეტი დაგეხმარებათ შემოსავლის და გასავლის მონიტორინგში, რაც უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით – თუ სად და როგორ იხარჯება თქვენი ფინანსები და რეალურად ვალის რა წილი შეგიძლიათ გადაიხადოთ ყოველთვე.
გახადეთ ვალები პრიორიტეტული
აუცილებელია ვალების პრიორიტიზაცია, თქვენი მიზანი და ფოკუსი უნდა იყოს ვალების გადახდა. ზოგადად კარგი გამოსავალია პირველ რიგში მაღალი საპროცენტო განაკვეთიანი ვალების გადახდა. თუ გაქვთ რამდენიმე ვალი ერთი და იმავე საპროცენტო განაკვეთით, უფრო მცირე ვალის გადახდით შეგიძლიათ დაიწყოთ, რადგან უფრო სწრაფი იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გადაახტეთ რომელიმე საკრედიტო ვალდებულებას. ყველა საკრედიტო ვალდებულება, რაც დაიკისრეთ – უნდა შეასრულოთ.
გადაიხადეთ დროულად
დროულად ვალის გადახდა არის ვალების მართვისთვის საკვანძო ფაქტორი. დაგვიანებული გადასახადი ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯარიმებს, მაღალ საპროცენტო განაკვეთს – და აზიანებს საკრედიტო ქულას. თუ დროულად გადახდაში გჭირდებათ დახმარება, დაუკავშირდით თქვენს კრედიტორს და ეცადეთ იპოვოთ გამოსავალი, შესაძლოა დაგეხმაროთ გადახდის განრიგში ცვლილებების შეტანით.
მინიმუმზე მეტი გადაიხადეთ
როდესაც შესაძლებელია, გადაიხადეთ თვიურ მინიმალურზე მეტი. დროთა განმავლობაში პატარა დამატებითი შეტანილი თანხა გროვდება, ჯამდება და შეამცირებს თქვენს ვალს.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.