როგორ შევამციროთ ინფლაციის გავლენა ჩვენს ბიუჯეტზე
ბიუჯეტის წარმოებაზე დიდ გავლენას ახდენს ინფლაცია. ინფლაცია ნიშნავს ფასების ზრდას და ზოგ შემთხვევაში ნიშნავს, რომ იმავე თანხის სანაცვლოდ შეძლებთ უფრო და უფრო ნაკლები პროდუქციის შეძენას. ეს ბიუჯეტის წარმოებას და ფინანსების სტაბილურად მართვას უფრო რთულს ხდის. ამის მიუხედავად, რამდენიმე მარტივი მითითების გათვალისწინებით, შეგიძლია შეამციროთ ინფლაციის გავლენა თქვენს ბიუჯეტზე.
ინფლაცია არის დროის განმავლობაში პროდუქციის და სერვისების ღირებულების ზრდის მაჩვენებელია. როდესაც ინფლაცია იზრდება, ფულის შესყიდვის-უნარიანობა მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ფულის ერთი და იმავე ერთეულს აქვს ნაკლები ღირებულება, ვიდრე წარსულში ქონდა. ინფლაციას იწვევს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა ცვლილება მოთხოვნა მიწოდებაში, ეკონომიკური ზრდა, გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სახელმწიფო პოლიტიკა.
ინფლაციის ყველაზე პირდაპირი ეფექტი პირად ფინანსებზე არის ფულის ღირებულების შემცირება. შესაბამისად დღეს უფრო მეტი ფული დაგჭირდებათ იგივე პროდუქტის ან სერვისის შესაძენად, ვიდრე წარსულში. მაგალითად, თუ ინფლაციის ზრდის მაჩვენებელია 5% მაშინ პროდუქტი, რომელიც ღირდა 100 ლარი 1 წლის წინ, დაგიჯდებათ 105 ლარი დღეს. იგივე ცხოვრების სტანდარტის შესანარჩუნებლად დაგჭირდებათ მეტი ფული.
ინფლაციის წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოთ ინფორმირებული თუ რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინფლაციას თქვენს პირად ფინანსებზე. ინფლაციის ეფექტებისგან თავის დაზღვევის ყველაზე კარგი გზა არის ფულის შეგროვება და ჭკვიანური ინვესტიცია. შეგიძლიათ ინფლაციის თქვენ ფინანსებზე ეფექტის შემცირება აქციებში და ობლიგაციებში ფულის დაბანდებით. ფინანსური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ინფლაციის პოტენციურ გავლენას ფინანსებზე, დაგეხმარებათ ცხოვრების სტანდარტის შენარჩუნებაში.
რეგულარულად გადახედეთ ბიუჯეტს და დააწესეთ ლიმიტი ხარჯებზე
ადევნეთ თვალი თქვენს ხარჯებს და შესაბამისად რეგულარულად შეიტანეთ ცვლილებები ბიუჯეტში, რათა შეამციროთ ინფლაციის მოულოდნელი გავლენა ბიუჯეტზე. შესაბამისად შეძლებთ ცვლილებები შეიტანოთ ბიუჯეტში ფასების და ხარჯების ზრდასთან ერთად, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯები.
მოუკელით ხარჯებს არასაჭირო პროდუქცია/სერვისებზე
ინფლაციის გავლენის შემცირების ერთერთი ყველაზე კარგი გზა, არის არასაჭირო პროდუქციაზე ხარჯების შემცირება. ეს შეიძლება მოიცავდეს სახლის გარეთ კვებას, ახალი ტანსაცმლის შეძენას, კინოთეატრში წასვლას. ამ ხარჯების შემცირებით გათავისუფლებული ფული, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფლაციის ეფექტებისგან თავის დასაზღვევად.
ისარგებლეთ ფასის გატოლების აქციებით
ფასის გატოლების აქციები დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში. მაღაზიებს შორის ფასების შედარება და დაბალი ფასებით სარგებლობა დაგეხმარებათ დაზოგვაში. ფასის გატოლების აქციის შემთხვევაში, მაღაზია გაუტოლებს თავისი პროდუქტის ფასს სხვა მაღაზიას – თუ თქვენ მიუთითებთ მაღაზიაზე, რომელიც ყიდის იმავე პროდუქტს უფრო იაფად.
გადაიხადეთ ვალები
ვალების გადახდა დაგეხმარებათ თქვენს ბიუჯეტზე ინფლაციის გავლენას შემცირებაში. ფასების და ხარჯების ზრდასთან ერთად, შეიძლება უფრო რთული გახდეს თქვენი ვალის დაფარვა, შესაბამისად სწრაფად ვალების დაფარვა უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ.
დანაზოგი გადაუდებელი შემთხვევებისთვის
ინფლაცია დანაზოგის გაკეთებას უფრო რთულს ხდის, ამიტომ მნიშვნელოვანია ფულის გადადება მოულოდნელი ხარჯებისთვის. გადაუდებელი შემთხვევების დანაზოგი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ფინანსური გადაუდებელი შემთხვევის დროს დამატებითი სესხის/ვალის დაკისრებისგან.
დააბანდეთ ფული აქციებში და ობლიგაციებში
აქციებში და ობლიგაციებში ფულის დაბანდება დაგეხმარებათ თქვენს ფინანსებზე ინფლაციის გავლენის შემცირებაში. აქციებში და ობლიგაციებში დაბანდებული ფული ნიშნავს, რომ ფასების ზრდასთან ერთად თქვენი ინვესტიციების მიერ გენერირებული შემოსავალი ასევე გაიზრდება. დააბანდეთ ფული ინფლაციისგან დაზღვეულ ინვესტიციებში, როგორიცაა ობლიგაციები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და უძრავი ქონება. ეს ინვესტიციები დაგეხმარებათ ინფლაციის გავლენისგან თავის დაზღვევაში და უზრუნველყოფს სტაბილური შემოსავლის წყაროს.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.