რას აფასებენ ფინანსური დაწესებულებები, როდესაც შეგაქვთ სესხის მოთხოვნის განცხადება?

განაცხადის ანალიზი არის პროცესი, რომელსაც სესხის გამცემი იყენებს, რათა უკეთ გაიგოს თქვენი კრედიტუნარიანობა და თუ რამდენად შეგიძლია სესხის და ფინანსური ვალდებულების გასტუმრება. 

ნაბიჯი 1  

ფინანსური დაწესებულება ყოველთვის მოგთხოვთ ზუსტ, პერსონალური იდენთიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია – სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის ნომერი, გამოცხადებული საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. 

ნაბიჯი 2 

როდესაც შეგაქვთ სესხის მოთხოვნის განაცხადი, შეფასების პროცესი უკავშირდება შემოსავლის ვერიფიკაციას. სესხის მოთხოვნის განაცხადის შევსებისას შეიძლება მოგიწიოთ პირადი შემოსავლის მითითება, თვიური საბანკო ვალდებულებების და ზოგ შემთხვევაში დანაზოგის რაოდენობისაც კი. ფინანსურმა დაწესებულებამ შეიძლება მოგთხოვოთ გასული რამდენიმე თვის საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რაც დაამტკიცებს, რომ გაქვთ სტაბილური შემოსავალი და შემოსავლის კანონიერი წყარო. უფრო თანამედროვე კომპანიებისთვის, ერთი თეთრის გადარიცხვაც საკმარისი იქნება, რაც დაამტკიცებს, რომ კლიენტს გააჩნია საბანკო ანგარიში და არის გადახდისუნარიანი. გადარიცხული 1 თეთრი ყოველთვის დაუყონებლივ უბრუნდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშს. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ გააჩნია საბანკო ანგარიში, სესხის გამცემი მოითხოვს ხელფასის დამადასტურებელ საბუთს. 

ნაბიჯი 3 

რა თქმა უნდა პოტენციური კლიენტის მიწოდებული ინფორმაცია ყოველთვის სანდო არ არის. აქედან გამომდინარე ფინანსური დაწესებულებები ხშირ შემთხვევაში იყენებენ რამდენიმე ნაბიჯიან შემოწმების მეთოდს, რაც მოიცავს ასობით ან ათასობით სხვადასხვა კრიტერიუმს. ეს პროცესი ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი პროცედურაა კლიენტისთვის და აფასებს საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციას (საკრედიტო რეესტრი, საბანკი რეესტრი და კლიენტის ციფრულ თითის ანაბეჭდებს.  

ნაბიჯი 4 

მას შემდეგ რაც ყველაფერი საგულდაგულოდ გადამოწმდება, შემდეგი ნაბიჯი ფინანსური დაწესებულების მხრიდან არის საკრედიტო ქულის მოდელის შექმნა. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია პროდუქტი განვადებით ან მცირე სესხი გამოუტანია დარეგისტრირებული სესხის გამცემისგან – ან თუნდაც განუხორციელებია რეგულარული გადახდები სერვისის სანაცვლოდ – გააჩნია საკრედიტო ქულა. საკრედიტო ქულა აჩვენებს რამდენად კეთილსინდისიერი და სანდო მოვალე ხართ. რაც უფრო უკეთესია ქულა, მით უფრო მეტია შანსი, რომ ფინანსური დაწესებულება დაგიმტკიცებთ სესხის მოთხოვნის განცხადებას.  

ნაბიჯი 5 

მას შემდეგ რაც ყველა ფაქტი გადამოწმებულია, თქვენი საკრედიტო ისტორია, შემოსავალი, თვიური ვალდებულებები და ციფრული თითის ანაბეჭდები გადამოწმებულია და მიიღეთ საკრედიტო ქულა – მიიღება სესხის მოთხოვნის განცხადების დამტკიცების ან უარყოფის გადაწყვეტილება. 

ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.