როგორ გადავდოთ ფული უფრო დიდი შენაძენისთვის
ფულის მოძიება ხშირ შემთხვევაში რთულია, მითუმეტეს როდესაც შეზღუდულ ბიუჯეტზე ცხოვრობ. რაიმე კონკრეტული შენაძენისთვის ფულის შეგროვება კარგი მოტივატორია. იმის მიუხედავად თუ რისთვის გინდათ ფულის შეგროვება, ეს იქნება მანქანა, შვებულება, ახალი სამზარეულო ან ნებისმიერი სხვა დიდი შენაძენი – არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.
დაისახეთ მიზანი
ფულის შეგროვების პირველი ნაბიჯი არის მიზნის დასახვა. უნდა იცოდეთ ზუსტად რის შეძენას აპირებთ და რამდენი ფული გადადოთ და შეაგროვოთ. ასევე უმჯობესია თუ ვადის ლიმიტსაც დააწესებთ. ეს დაგეხმარებათ ფოკუსის და მოტივაციის შენარჩუნებაში.
თვალი ადევნეთ ხარჯებს
მას შემდეგ რაც მიზანი დასახული გაქვთ, გადამწყვეტია ფაქტორია ხარჯების მონიტორინგი. გადახედეთ თქვენს გადასახადებს, ხარჯებს და მოიფიქრეთ რის გარეშე შეგიძლიათ იცხოვროთ. ნახეთ რისი შემცირება შეგიძლიათ, ეს იქნებაგარეთ კვება, ძვირი ყავა, მოწევა ან გამოწერა, რომ შეძლოთ ფულის გადადება თქვენი მიზნის მისაღწევად.
აწარმოეთ ბიუჯეტი
შექმენით ბიუჯეტი სადაც შედის თქვენი ყველა ხარჯი. ამ მხრივ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ, თუ რამდენი ფულის გადადებაა მიზნის მისაღწევად რეალურად შესაძლებელი.
დანაზოგი ავტომატურ რეჟიმზე
თუ ცდილობთ ფულის შეგროვებას, უფრო გაგიმარტივდებათ ავტოპილოტზე. დააყენეთ ავტომატური გადარიცხვა სახელფასო ანგარიშიდან დანაზოგის ანგარიშზე ყოველ თვე ან იმდენად ხშირად, რამდენადაც შესაძლებელია. ზოგიერთ ბანკს აქვს ავტომატური დანაზოგის პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ პროცესს. დანაზოგის ანგარიშის შერჩევისას პრიორიტეტი მიანიჭეთ ანგარიშებს დაბალი გადასახადებით და ანგარიშებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მინიმალური ზღვარი.
ეცადეთ იპოვოთ გამოსავალი შემოსავლის გასაზრდელად
დიდი შენაძენისთვის ფულის შეგროვება მოთხოვს მსხვერპლს და თავდადებას. პროცესის გასამარტივებლად, ეცადეთ მოიძიოთ დამატებითი შემოსავლის წყარო. შეგიძლიათ დაიწყოთ ნახევარ განაკვეთზე მუშაობით ან სხვა შემოქმედებითი მეთოდით. ასევე შეგიძლიათ არასაჭირო ნივთების გაყიდვა ფულის მოსაპოვებლად.
მოერიდეთ იმპულსურ შეძენას
როდესაც მოგინდებათ არასაჭიროდ ფულის დახარჯვა გახსოვდეთ, რომ ყოველი პატარა შენაძენი საბოლოო ჯამში გროვდება და ჯამდება. მოერიდეთ ნივთების შეძენას, რომელიც რეალურად არ გჭირდებათ და მკაცრად მიყევით ბიუჯეტს. დიდი შენაძენისთვის ფულის შეგროვება შეიძლება საშინელ პროცესად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ საშინელი პროცესი იყოს. მთავარია დაისახოთ რეალური მიზანი, თვალი ადევნოთ ხარჯებს, აწარმოოთ ბიუჯეტი და ეძებოთ შემოსავლის გენერირების დამატებითი წყაროები. ამის ყველაფრის გათვალისწინებით შეძლებთ მიზნის მიღწევას და ნებისმიერი სასურველი შენაძენის გაკეთებას. წარმატებები!
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.