რა უნდა გავითვალისწინოთ იპოთეკის სესხის აღებისას?
იპოთეკის სესხის მოთხოვნის პროცესი ზოგ შემთხვევაში საკმაოდ რთულია. ბევრი ფაქტორი უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ სანამ რაიმეს ხელს მოაწერთ. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე საკვანძო კომპონენტს, რაც უნდა გაითვალისწინოთ იპოთეკის სესხის მოთხოვნისას.
საკრედიტო ქულა
თქვენი საკრედიტო ქულა არის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელსაც გამსესხებელი განიხილავს იპოთეკის სესხის გადაწყვეტილების მიღებისას. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი საკრედიტო ქულა კარგ ფორმაში იყოს.
სესხის სახეობა
სანამ დაიწყებს იპოთეკის სესხის პროცესს, ჯობია აწონ დაწონოთ თქვენი საჭიროებები და გადაწყვიტოთ რომელი სესხის სახეობა შეგესაბამებათ ყველაზე მეტად. სხვადასხვა სესხის სახეობებს აქვთ სხვადასხვა პირობები და საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად მნიშვნელოვანია სახეობებს შორის განსხვავებების გაგება სესხის შერჩევამდე.
გამოიყენეთ წინასწარ დამტკიცებული სესხი
ბევრ მყიდველს უმარტივდება ჯერ სესხის დამტკიცება და შემდეგ შესაბამისად შესაძენი სახლის მოძიება. ეს მეთოდი ნათლად გისახავთ ბიუჯეტს და გაძლევთ სავაჭრო ხელსაწყოს.
არ გამოიყენოთ ბიუჯეტის მაქსიმუმი
სანამ იპოთეკის სესხის ძიებას დაიწყებთ, მოიფიქრეთ რამხელა ფინანსური პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ. გამოთვალეთ თვიური ბიუჯეტი, რომელიც შეიცავს ცხოვრების, სესხის გადახდის, გადასახადების და დაზღვევის ხარჯს. უმჯობესია დაელაპარაკოთ იპოთეკის უფლების მქონე კრედიტორს, რომ წარმოდგენა შეგექმნათ ფინანსურად რისი საშუალება გაქვთ. გამსესხებლისთვის პრიორიტეტული მომხმარებელი, რომელიც კომფორტულად შეძლებს სესხის გადახდას. რეალურად შეხედეთ ბიუჯეტს და დარწმუნდით, რომ შერჩეული გადასახადები კომფორტულია და არა ზედმეტი.
ვალის შემოსავალთან თანაფარდობა
გამსესხებელი ასევე განიხილავს თქვენი ვალის შემოსავალთან თანაფარდობას. ეს თანაფარდობა მაჩვენებელია თუ რა ნაწილი ეთმობა ვალებს თქვენი შემოსავლიდან, როგორიცაა სტუდენტური სესხი, მანქანის სესხი, საკრედიტო ბარათი და სხვა ვალები. დაბალი ვალის შემოსავალთან თანაფარდობა მომგებიანი იქნება თქვენთვის და ზრდის სესხის დამტკიცების შანსებს.
შერჩევა და შედარება
გამოიკვლიეთ ბაზარი და აირჩიეთ საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი და სესხის პირობები თქვენთვის. დარწმუნდით, რომ ითვალისწინებთ დამატებით ხარჯებს, რომელიც სესხის დამტკიცებას უკავშირდება, როგორიცაა ადმინისტრაციული ხარჯები. იპოთეკის პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს საპროცენტო განაკვეთით, პირობებით, ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამსესხებლის შემოთავაზებების ერთმანეთთან შედარება.
წინასწარი შენატანი
იპოთეკის ტიპიურ შემთხვევაში, წინასწარი შენატანი სავალდებულოა. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ დაგეგმოთ ნაბიჯები და გქონდეთ წარმოდგენა, თუ რა რაოდენობის წინასწარი შენატანი ჯდება თქვენს ბიუჯეტში. ამას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს სესხის ფასზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
მოიძიეთ ნოტარიუსი
შეთანხმების დახურვის ღირებულებაში შედის ნოტარიუსის ღირებულება, მოიძიეთ ადგილობრივი ნოტარიუსი, შესაბამისი ფასები და აირჩიეთ ოპტიმალური შემთავაზება.
შეამოწმეთ სახელმწიფო პროგრამები
არსებობს სახელმწიფო პროგრამები სახლის პირველად მყიდველებისთვის. ეცადეთ დაზუსტებით გაარკვიოთ კვალიფიცირებული ხართ თუ არა ამ პროგრამებში ჩასართავად.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.