რა არის ვალის-შემოსავალთან თანადარდობა და როგორ გამოვთვალოთ?
რა არის ვალის-შემოსავალთან თანაფარდობა და როგორ გამოვთვალოთ?
ვალის-შემოსავალთან თანადარდობა (DTI) წარმოადგენს თქვენი თვიური ნეტო შემოსავლის პროცენტს, რომელიც იხარჯება თქვენი თვიური ვალების გადასახდელად. ფინანსური დაწესებულებები იყენებენ ამ თანაფარდობას, რათა დაადგინონ თქვენზე სესხის გაცემის რისკი. დაბალი DTI თანაფარდობა მიუთითებს ვალთან შედარებით საკმარისი შემოსავალზე, რაც მოვალეს ხდის უფრო მიმზიდველს.
DTI თანაფარდობა არის თქვენი ფინანსური მდგომარეობის და ამჟამინდელი ფინანსური ვალდებულებების შესანიშნავი მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი ასევე გეხმარებათ იმის შეფასებაში, თუ რამდენად შეიძლება ახალი სესხი გახდეს ზედმეტად დიდი ტვირთი თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტისთვის. მაგალითად, თუ თქვენი DTI არის 20%, შესაბამისად თქვენი ყოველთვიური შემოსავალი იხარჯება ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად, მაგრამ თუ თქვენი DTI არის 50%, ანუ თქვენი შემოსავლის ნახევარი უკვე იხარჯება ვალების გადასახდელად.
ტიპიურ შემთხვევაში, მსესხებელი დაბალი ვალის-შემოსავალთან მაჩვენებლით ეფექტიანად გაუმკლავდებიან თვიურ გადასახადებს. ფინანსური დაწესებულება მოითხოვს თქვენი DTI თანაფარდობის ნახვას, რათა დარწმუნდნენ, რომ მსესხებელი არ ითხოვს გადაჭარბებულ თანხას.
ხშირ შემთხვევაში DTI ბარიერი დაწესებულია სახელმწიფოს მიერ და განსხვავდება ქვეყნიდან გამომდინარე, მაგრამ ამავდროულად შესაძლებელია ფინანსური დაწესებულებისთვის მისი შინაგანად განსაზღვრა. იმის მიუხედავად, რომ პიროვნების ფინანსური სიტუაცია ყოველთვის ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ექსპერტებს შორის არსებობს მოსაზრდება, რომ ჯანსაღი DTI თანაფარდობა არ აღემატება 40%-ს.
თქვენი DTI-ის გამოსათვლელად საჭირო ფორმულა მარტივია:
ნაბიჯი 1:
დააჯამეთ თქვენი ყველა სასესხო ვალდებულება, როგორიცაა მანქანის სესხი, იპოთეკა, სტუდენტური სესხი, სამომხმარებლო სესხი და ა.შ.
ნაბიჯი:
გაყავით ჯამური ვალდებულება თქვენი თვიური შემოსავლით და მიიღებთ თქვენს DTI პროცენტს.
მაგალითი:
მაია ეძებს მანქანას 10 000 ლარად. მისი ხელფასია 1000 ლარი გადასახადების შემდეგ და ყოველ თვე ხარჯავს 400 ლერს იპოთეკაზე და 50 ლარს სტუდენტურ სესხზე. მისი ყოველთვიური ჯამური ვალდებულებები არის 450ლარი.
მისი DTI გამოითვლება შეჯამებით (400 + 50) და შემდეგ 1000-ზე გაყოფით. მისი DTI არის 450/1000=45%.
უმეტესობა ფინანსური ინსტიტუცია მიიჩნევს ამას მაღალ თანაფარდობას, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მაია აიღებს 10 000 ლარის სესხს, ყოველთვიური 220 ლარის ვალდებულებით, მისი DTI კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება (450+22-)/1000=67%.
თუ თქვენი DTI უკვე მაღალია და ახლოსაა ან აღემატება 40%-ს, განიხილეთ თქვენი ყოველთვიური ვალდებულებების შემცირება ან მოიძიეთ გზა რეგულარული შემოსავლის ასამაღლებლად. თუ გაგაჩნიათ ზედმეტი სახსრები, განიხილეთ კრედიტის დაფარვა ან აქტიური ვალის სრული ოდენობის შემცირება, ანუ ყოველთვიური ვალდებულების შემცირება. ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენი საყოფაცხოვრებო ან კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, წყალი, გათბობა) ან განიხილოთ უფრო იაფი აპარტამენტის ან სახლის არჩევა.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ფინანსური ცნობიერების ხელსაწყოში უზრუნველყოფილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალური რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ მიწოდებული რეკომენდაციები შეესაბამება თავიანთ მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით სრული სიზუსტის, სრულყოფილების ან სანდოობის გარანტიას რჩევებზე, მოსაზრებებზე ან განცხადებებზე, რომლებიც ნაჩვენებია და გავრცელებულია ამ ვებგვერდის მეშვეობით. შესაბამისად მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენივე რისკის ქვეშაა.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.