რა არის სესხის ღირებულება?
ყოველი სესხი მომხმარებელს უჯდება გარკვეული ოდენობის თანხა. სესხის ჯამური ოდენობა, რომელიც კლიენტმა უნდა გადაიხადოს, შედგება რამდენიმე კომპონენტისგან – მოთხოვნილი სესხის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი, სერვისის ღირებულება. დაგვიანების საფასურიც შეიძლება დაემატოს ჯამურ ოდენობას იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ არის საკმარისად დისციპლინირებული, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულება
დაკისრებული გადასახადი
ფინანსური დაწესებულებები აკისრებენ მომხმარებელს გადასახადს სხვადასხვა აქტივობებისთვის, როგორიცაა სესხის მოთხოვნის განხილვა და ანგარიშის სერვირება. დაკისრებულ გადასახადში შესაძლოა შედიოდეს:
- შენარჩუნების/მოვლის საფასური – ხარჯი, რომელიც შეიძლება დააკისრონ მომხმარებელს ყოველთვე ანგარიშის არსებობისთვის ფინანსურ დაწესებულებაში. ყველა ფინანსური დაწესებულება არ აკისრებს მომხმარებელს ამ გადასახადს (მაგრამ ბევრი აკისრებს) და შეიძლება ანგარიშის სახეობის მიხედვით მოხდეს დისკრიმინაცია.
- სერვისის საფასური – საფასური, რომელსაც აკისრებენ გაწეული სერვისისთვის, რომელიც უკავშირდება მთავარ პროდუქტს. როგორიცაა სესხის გაცემა, დოკუმენტების გადამუშავება, ჩანაწერების წარმოება და სხვა ადმინისტრაციული სერვისები.
- დაგვიანებული საფასური – საფასური ეკისრება მომხმარებელს შემდეგ გადასახადზე იმ შემთხვევაში, თუ გამოტოვა რეგულარული ან ერთჯერადი გადასახადი.
საპროცენტო განაკვეთი
საპროცენტო განაკვეთი არის გადასახადი, რომელსაც ითხოვს ფინანსური დაწესებულება თავისი სახსრების გამოყენების პრივილეგიისათვის. საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ცვლადი.
- ფიქსირებული ნიშნავს, რომ სესხის ხანგრძლივობის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი არ შეიცვლება.
- ცვლადი ნიშნავს, რომ სესხის ხანგრძლივობის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი შეიძლება შეიცვალოს. ცვლილებების პირობები დეტალურად იქნება გაწერილი სესხის პირობებში.
როდესაც შეგაქვთ სესხის მოთხოვნის განაცხადი, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღებ ყველა ხარჯს, როგორიცაა წლიური საპროცენტო განაკვეთი (APR), სესხის გაცემა, დოკუმენტის ვერიფიკაციის ფასი. ასევე გაარკვიეთ საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია თუ შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში, მაგალითად Euribor-ის შემთხვევაში. ყოველთვის გააკეთეთ მაქსიმალური, რათა დროულად აღასრულოთ საკრედიტო ვალდებულებები, მაგრამ ასევე უმჯობესია იცოდეთ ჯარიმის ოდენობა გადაცილების შემთხვევაში.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.