როგორ შევინარჩუნოთ კარგი საკრედიტო ქულა?
კარგი საკრედიტო ისტორია და ქულა გადამწყვეტი ფაქტორია სესხის მოთხოვნისას უფრო სასურველი პირობების მისაღებად, რამაც შეიძლება შეამციროს საპროცენტო განაკვეთი. მაჩვენებელი გადმოცემს თუ რამდენად კეთილსინდისიერი მოვალე ხართ და მას შეუძლია ხელი შეუწყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან უკეთ თანამშრომლობას.
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც შეუძენია პროდუქტი განვადებით, მოუთხოვია პატარა სესხი რეგისტრირებული მსესხებლისგან ან რეგულარულად განუხორციელებია გადახდები – გააჩნია საკრედიტო ქულა. საკრედიტო ქულა ფორმირდება ავტომატურად, მაგრამ პიროვნებას გააჩნია შესაძლებლობა, რომ გააუმჯობესოს ქულა ფინანსური ჩვევების მეშვეობით.
რჩევები, კარგი საკრედიტო რეიტინგის შესანარჩუნებლად, ბევრია და მრავალფეროვანი, მაგრამ ექსპერტები ხაზს უსვამენ რვა ძირითადს, რომლებსაც ჩვენ ამ არტიკლში თავი მოვუყარეთ.
- ოქროს წესი. გადაიხადეთ სესხები და პასუხისმგებლობები დროულად. დროულად გადახდის განხორციელება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ დაუმტკიცოთ ფინანსურ დაწესებულებებს, რომ თქვენ დაბალი რისკის მქონე მსესხებელი ხართ და შეძლებთ ფინანსურ პასუხისმგებლობასთან გამკლავებას. რაც უფრო დაბალია რისკი, მით უფრო უკეთეს სესხის პირობებს მიიღებთ და მით უფრო ნაკლები ფულის გადახდა მოგიწევთ სესხისთვის.
ჩვენი ექსპერტების რჩევაა კლიენტებისთვის, რომ გულმოდგინედ მიყვნენ გადახდის განრიგს და დაიცვან შეთანხმებული თარიღები. ამის მისაღწევად ერთი მარტივი გზაა, რომ დააყენოთ შესაბამისი ვადის გაფრთხილება, რომელიც შეგახსენებთ, როდესაც გადახდის დღე ახლოვდება. კიდევ ერთი გამოსადეგი რჩევა არის, რომ დარეგისტრირდეთ ავტომატურ გადახდაზე. ეს დაგარწმუნებთ, რომ მითითებული ოდენობის თანხა გადაირიცხება თქვენს მევალესთან ყოველი თვის ფიქსირებულ დღეს.
- გქონდეთ საკრედიტო ისტორია. ზოგჯერ, როდესაც პიროვნება შეიტანს თავისი სესხის პირველ განაცხადს, მაგრამ არ გააჩნია წარსული საკრედიტო ისტორია, შესაძლოა ჩაითვალოს მაღალი რისკის მომხმარებლად. ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნიათ ისტორია. იმისთვის, რომ გქონდეთ კარგი საკრედიტო ქულა, უნდა შეძლოთ კარგი საკრედიტო მენეჯმენტის ჩვევის დემონსტრირება უფრო გრძელი პერიოდის განმავლობაში.
- შეამცირეთ არსებული პასუხისმგებლობები, სანამ ახალს დაიკისრებთ. სესხის გაცემამდე, მევალეები ყოველთვის აფასებენ შემოსავლის შეფარდებას საკრედიტო ვალდებულებებთან. ამას ეწოდება DTI (ვალის-შემოსავალთან) შეფარდება. საკრედიტო დაწესებულებამ შეიძლება უარყოს სესხის მოთხოვნა, თუ საკრედიტო მოთხოვნილებები აღემატება თქვენი შემოსავლის გარკვეულ პროცენტს. ყოველთვის ეცადეთ, რომ სესხებს დაუთმოთ თქვენი ნეტო შემოსავლის არაუმეტეს 30%-ისა. თუ ამჩნევთ, რომ დაკისრებული ვალდებულებები აღემატება ნეტო შემოსავლის 30%-ს, ეცადეთ დროთა განმავლობაში მათი შემცირება.
- მოითხოვეთ ის სესხი, რომელიც გჭირდებათ. როდესაც გთავაზობენ კრედიტს, არ არის აუცილებელი, რომ დათანხმდეთ მხოლოდ იმიტომ – რომ გაგიკეთეს შემოთავაზება. არ შეიტანოთ ბევრი განაცხადი მცირე დროის მონაკვეთში. დიდი რაოდენობის ვალის დაკისრება, მცირე დროის მონაკვეთში, მაღალი საკრედიტო რისკის და არაადეკვატური ფინანსური მენეჯმენტის მიმანიშნებელია.
- არ აიღოთ სესხი სხვა სესხის დასაფარად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოთ სესხი, რათა მოაგვაროთ დროებითი პრობლემა და შეასრულოთ ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკისრებული გაქვთ უკვე აღებული სესხიდან გამომდინარე. ახალი სესხი არის დამატებითი ტვირთი თქვენს ფინანსებზე და შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი სირთულეები დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში დროის გრძელ მონაკვეთში. თუ ოდესმე შეგექმნათ გადახდის პრობლემა, დაუკავშირდით თქვენს მევალეს და დაუყონებლივ შეათანხმეთ ცვლილება გადახდის თარიღში ან გადაავადეთ გადახდა.
- თვალი ადევნეთ თქვენს ხარჯებს. ყოველთვის თვალი ადევნეთ თქვენი დებიტ და კრედიტ კარტის ტრანზაქციებს და ბანკომატის გამოყენებას. ეს დაგეხმარებათ თქვენი ყოველდღიური ხარჯების უკეთ დაგეგმვაში, სტაბილური დანაზოგების შექმნაში და არასასურველი რისკების თავიდან არიდებაში.
- არ მიუახლოვდეთ თქვენი კრედიტის ლიმიტს. ჭკვიანურად მოიქეცით. თუ უახლოვდებით კრედიტის ლიმიტს, დაფიქრდით თქვენს ხარჯებზე. კრედიტის გამოყენების დონე არ გადააცილოთ 30%-ს. ეს შეიძლება დაგეხმაროთ საკრედიტო ქულის მაქსიმალურად აწევაში.
- გააკეთეთ დანაზოგი. არ დაგავიწყდეთ რეგულარული დანაზოგების გაკეთება, ნეტო შემოსავლის მინიმუმ 10-20% ან ეცადეთ შეიქმნათ უსაფრთხო ბადე, რომელიც უტოლდება 3-6 თვის ხელფასს. ამ შემთხვევაში შეძლებთ, თუ დაკარგავთ სამსახურს ან შეგექმნებათ მოულოდნელი დიდი ხარჯი, არ მოგიწევთ იმაზე მეტი ფულის სესხება, ვიდრე გინდათ.
რა თქმა უნდა ეს რვა რეკომენდაცია დაგეხმარებათ თქვენი ვალდებულებების უკეთ დაგეგმვაში და საკრედიტო ქულის გაუმჯობესებაში, მაგრამ ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყოველთვის საუკეთესო სესხის პირობები გექნებათ. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი კრედიტორი ასევე აფასებს ნეტო შემოსავალს, შემოსავლის სტაბილურობას, ასაკს, თქვენზე დამოკიდებული პიროვნებების რაოდენობას, ზოგ შემთხვევაში ოჯახის შემოსავალს და სხვა ფაქტორებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ სესხზე.
გახსოვდეთ, რომ კარგი საკრედიტო ისტორიის და საკრედიტო ქულის შექმნა არის მარათონი და პროცესი, რომელიც დამოკიდებულია ბევრ ცვლადზე. პირადი ფინანსებისა და საკრედიტო ვალდებულებების დაგეგმვა უნდა მოხდეს გააზრებულად და მიზანშეწონილად.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.